“მისი აღსასრულით დასრულდა ნახევარსაუკუნოვანი, რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას” – წერია საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სამძიმრის წერილში.
“საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია და მშვიდობის საკათედრო ტაძარი ღრმა მწუხარებას გამოხატავენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავრის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი აღსასრულით დასრულდა ნახევარსაუკუნოვანი, რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის სამღვდელოებასა და მრევლს, აგრეთვე ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მძიმეა ეს დანაკლისი.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი” – წერია საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წერილში.
