„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. ეროვნული გლოვის ამ დღეებში, ბულგარეთის საელჩო საქართველოში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მართლმადიდებელ ქართველ ხალხს მათი სულიერი მამის უდიდესი დანაკარგის გამო.
მისი გამორჩეული სიბრძნე და უსაზღვრო თანაგრძნობა, შეუდარებელი წვლილი ქართული სულიერებისა და კულტურული იდენტობის განმტკიცებაში, დაუღალავი ძალისხმევა ქართული ერის ერთიანობის შენარჩუნებისთვის, მუდამ დარჩება მეხსიერებაში საქართველოს საზღვრებს მიღმაც.
დაე, მისი სული განისვენებდეს მართალთა შორის, ხოლო მისი ხსოვნა იყოს მარადიული და ნეტარი“, – აღნიშნულია ბულგარეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში საღამოს გარდაიცვალა. მას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვის დღეებია გამოცხადებული, რომელიც მისი დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.
ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად 1977 წელს აირჩიეს.
