Wednesday, March 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა

March 18, 2026
წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა

x

წმინდა სინოდის განჩინება ცნობილია – ის საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.

განჩინების თანახმად, წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.

“წმინდა სინოდის სხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე.

ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით მომავალი პატრიარქის არჩევამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. წაკითხულ იქნა საქართველოს მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.

დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში. უპირველესად ღვთისა და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებაში, მიტევებასა და შერიგებაში. ქრისტისმიერი სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში თანაარსებობის დამკვიდრებას “, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

წმინდა სინდომა ასევე დაადგინდა შექმნას დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

საპატრიარქის მოსაყდრე, სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო.
ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტიტი დანიელი.
ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.
ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე.
ხონის და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა.
ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი
გორის და ატენსი მიტროპოლიტი ანდრია
ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე
მარგვეთის და უბისის მიტროპოლიტი მელქისედეკი
სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი
წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი
საქართველსო ეკლესიის პროტოპრესვიპეტრი გიორგი ზვიადაძე
დეკანოიზ მიქაელ ბოტკოველი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
არქიმანდრიტი კირიონი
დაკრძალვის თარიღად დადგინდა 22 მარტი კვირა. დაკრძალვის ადგილად პატრიარქის სურვილამებრ განისაზღვრა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის ტაძარი.

სინოდმა შეიმუშავა მიმართვა სრულიად საქართველოსადმი:
“ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებო ჩვენო თანამემამულეებო, გისამძიმრებთ უწმინდესის და უნეტარესის გარდაცვალებას. მისი უწმინდესობის სიყვარული და მზრუნველობა ვრცელდება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ განურჩევლოდ აღმსარებლობისა და ეთნიკური ნიშნისა. იგი იყო არის და იქნება ჭეშმარიტად მამა სრულიად საქართველოსი. უცხოეთიდან შემოსულ წერილებში აღნიშნულია, რომ იგი დააკლდა არა მარტო საქართველოს, არამედ სრულიად საქრისტიანოსადა მთელ მსოფლიოს. ღვთის განგებით, ჩვენი პატრიარქი აღესრულა დიდ მარხვაში- ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიგვანიშნეს მისი მოწამეობრივი სიცოცხლის შესახებ.

მისი უწმინდესობის მიერ აღსრულებული სამოციქულო ღვაწლი ღვთისაგან განშორებული ერის სარწმუნოებისკენ შემობრუნება მხოლოდ ღვთისა და მამულისადმი სრული ტავგანწირვით იყო შესაძლებელი. დიდი სიყვარულტან ერთად პატრიარქი გამორიჩეოდა სიმდაბლითა და სიბრძნით. 49 წლის მანძილზე მან ბეწვის ხიდზე ატარა ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა. ამ უდიდესი მწუხარების წუთებში, ჩვენ გვეუფლებარწმენა იმისა, რომ უწმინდესობა პირნათელი წარსგდა ღვთის წინაშე. გვეუფლება სასოება იმისა, რომ მისი ლოცვა კვლავაც გაგვაძიერებს სულიერად და გაგვინათებს გონებას, რათა გავაგრძელოთ გზა მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე და უახლოეს მომავალში მივაღწიოთ ქვეყნსი გამთლიანებასა და აღორძინებას.”, – ნათქვამია მიმართვაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება ისე როგორც გვიანდერძა”- მეუფე შიო ილია მეორეზე
  • მეუფე შიომ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა
  • „იქედანაც ილოცებს ჩვენი ერისთვის” – პატრიარქის ბიძაშვილი, ჯემალ შიოლაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge