აცხონოს ჩვენი პატრიარქი. დარწმუნებული ვარ, ზედა საქართველოდან ილოცებს, ქვედა საქართველოში ის უბედურება დამთავრდეს, რაშიც ვართ და ვცხოვრობთ, – ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან საკუთარი სიტყვა სწორედ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრით დაიწყო. აღნიშნულის შემდეგ მან სიტყვით პროკურორს მიმართა.
„პროკურორთან მაქვს ორი კითხვა, ჩემი ოჯახის ლეპტოპები და ტელეფონები გაქვთ წაღებულია 4 თვეა, გითხრეს პაროლები და ყველაფერი, როდის დაუბრუნებთ? რას ეძებთ? თქვენი ხელმოწერით, მე-4 თვეა, მაწვალებენ ციხეში, არ მაქვს ზარის და ოჯახთან შეხვედრის უფლება. ალბათ, თქვენ ფიქრობთ, ტელევიზიებთან უნდა ვრეკო და ამიტომ მიკრძალავთ. ოჯახის წევრებთან მინდა შეხვედრა, მოვესიყვარულო ჩემს შვილებს და მეუღლეს. იმ ციხეში მილიონი აკრძალვაა, მაგრამ ის ლოგიკურია, მაღალი რისკის ციხეა, მძიმე კონტინგენტია ჩემი ჩათვლით და აკრძალვები მესმის, მაგრამ მოწმეებზე ზეწოლას მოახდენო რომ მეუბნებით, და ამის გამო მიკრძალავთ მეუღლესთან და შვილებთან შეხვედრას, მილიონი კამერის თვალწინ, ეს ამიხსენით. ეს არის მავნებლობა, რომ მაქსიმალურად მაწვალოთ ციხეში. როგორ არის შესაძლებელი ფიზიკურად, ტექნიკურად მოწმეზე ზემოქმედება?”- განაცხადა ელისაშვილმა.
