სინოდის კრების დაწყებამდე 2 საათი რჩება – ცოტა ხნის წინ საპატრიარქოსთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
როგორც მან თქვა, პატრიარქის დაკრძალვის თარიღის და განსასვენებელი ადგილის შესახებ სინოდის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
“დღეს სინოდი იმსჯელებს დაკრძალვის სხვადასხვა დეტალებზე. სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების ტაძარში, დანარჩენ დეტალებს, როგორც კი დაადგენს სინოდი, მაშინვე გაცნობებთ.
არის (სიონში დაკრძალვასთან დაკავშირებით პატრიარქის სურვილზე) ცნობა, თუმცა ეს სინოდმა უნდა დააწესოს, როგორც წესია.
(დაკრძალვის თარიღზეც) შევიტყობთ სინოდის დასრულების შემდეგ.
ძალიან ბევრია სამძიმრები და არა მარტო მართლმადიდებლური საზოგადოებისგან”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
