Wednesday, March 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვოლოდომირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

March 18, 2026
ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

200-ზე მეტი უკრაინელი უკვე ახლო აღმოსავლეთშია. სამხედრო ექსპერტები ჩვენი პარტნიორების, მათ შორის შეერთებული შტატების მოთხოვნის საპასუხოდ გავგზავნე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ესენი არიან უკრაინელი სამხედრო ექსპერტები, რომლებმაც იციან, როგორ დაეხმარონ და დაიცვან თავი ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონებისგან.

„ამჟამად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, სპარსეთის ყურეში 201 უკრაინელი იმყოფება. კიდევ 34 მზად არის განლაგებისთვის. ესენი არიან სამხედრო ექსპერტები, ექსპერტები, რომლებმაც იციან, როგორ დაიცვან თავი „შაჰედის“ დრონებისგან. ჩვენი ჯგუფები უკვე იმყოფებიან ემირატებში, კატარში, საუდის არაბეთში და მიემართებიან ქუვეითისკენ. ვთანამშრომლობთ რამდენიმე სხვა ქვეყანასთან – შეთანხმებები უკვე მიღწეულია. ჩვენ არ გვინდა, ამ ირანული რეჟიმის ტერორი მეზობლების წინააღმდეგ წარმატებული იყოს. სამხედრო ექსპერტები ჩვენი პარტნიორების, მათ შორის შეერთებული შტატების მოთხოვნის საპასუხოდ გავგზავნე. სინამდვილეში, ეს არის დრონების შესახებ შეთანხმების ნაწილი, რომელიც შევთავაზეთ შეერთებულ შტატებს, რომელზეც ერთად ვიმუშავეთ და რომელიც ჯერ კიდევ განხილვაშია. მზად ვართ, მსგავსი შეთანხმებები შევთავაზოთ ჩვენს ყველა საიმედო პარტნიორს – დრონებთან დაკავშირებით პრაქტიკული თანამშრომლობიდან დაწყებული მომავალი თავდაცვის ალიანსებით დამთავრებული. არა მგონია, ვინმეს მოუნდეს უკრაინის ომში დადასტურებული სიძლიერისა და შესაძლებლობების საკუთარი უსაფრთხოების მიღმა დატოვება. ვინმე ამას თუ გააკეთებს, გონივრული არ იქნება. გაერთიანებული სამეფო ამ შესაძლებლობებს ნათლად ხედავს. ჩვენი შეთანხმებები ყოველთვის მყარია და მოხარული ვარ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად დეკლარაციას მოვაწერეთ ხელი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ირანმა რუსეთს ასწავლა დრონების გაშვება და მისცა წარმოების ტექნოლოგია, შემდეგ კი რუსეთმა ეს გააუმჯობესა.

„დაახლოებით სამი წლის წინ რუსეთმა ირანის რეჟიმისგან „შაჰედები“ მიიღო. ეს არის დრონები, რომლებიც შექმნილია ძვირად ღირებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნეების განადგურებისთვის. ირანმა რუსეთს ასწავლა მათი გაშვება და მისცა მათი წარმოების ტექნოლოგია. შემდეგ რუსეთმა ისინი გააუმჯობესა. ახლა კი ჩვენ გვაქვს ნათელი მტკიცებულება, რომ რეგიონში გამოყენებული ირანული „შაჰედები“ შეიცავს რუსულ კომპონენტებს. ასე რომ, რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის გამო რაც დღეს ირანის გარშემო ხდება, ჩვენთვის შორეული ომი არ არის. არ გვჯერა, რომ გვაქვს გულგრილობის უფლება, მაშინაც კი, თუ ადამიანური ტანჯვისგან ან საერთო საფრთხისგან გვაშორებს ოკეანე, რაც არ უნდა დიდი და ლამაზი იყოს ის, ან სხვა რამ. რუსეთისა და ირანის რეჟიმები სიძულვილით ძმები არიან. სწორედ ამიტომ არიან ისინი იარაღით ძმები. ჩვენ გვინდა, რომ სიძულვილზე აგებულმა რეჟიმებმა არასდროს გაიმარჯვონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა – ადგილზე ხმაურია
  • საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
  • ერდოღანი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge