“დღეს შედგება სინოდის სხდომა, 14:00 საათზე. სინოდის სხდომის შემდეგ განვაცხადებთ დეტალებს დაკრძალვასთან დაკავშირებით… დღესვე გადავასვენებთ სამების საკათედრო ტაძარში და იქ იქნება პანაშვიდები, საპატრიარქოში პანაშვიდი არ იგეგმება. შეიქმნება დამკრძალავი კომისია ერთობლივი, სახელმწიფოსთან ერთად და ყველა ამ დეტალის შესახებ დღეს ვაცნობებთ მოსახლეობას” – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან.
ილია მეორე 17 მარტს საღამოს გარდაიცვალა. ის კუჭიდან ძლიერი სისხლდენის გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. 93 წლის პატრიარქი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მის მკურნალობაზე ექიმების კონსილიუმი მუშაობდა.
ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამღძვრად 1977 წელს აირჩიეს.
