„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალი 11, ნაწილს კი, 7 საათით შეუწყდება:
ჩუღურეთის რაიონში, ვალერიან კანდელაკის ქ. N3-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 3/18/2026 11:00 საათიდან 3/18/2026 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ხეხილ-სანერგე მეურნეობაში: ჯორჯაძის 1 გასავალი, თამარ და აკაკი პაპავების, იოსებ ჟორდანიას, გენო ადამიას, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას, ვალერიან კანდელაკის, ნატო გაბუნიას, ალოიზ მიზანდარის, აგიაშვილი, აგიაშვილის 1 შესახვევი ხუდადოვის N1-169 (კენტებს) ქუჩებს
მთაწმინდის რაიონში, ღამბაშიძის და ქუჩიშვილის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 3/18/2026 23:00 საათიდან 3/19/2026 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, ფარნაოზ ლაპიაშვილის და კოსტავას N 40-44 (ლუწებს) ქუჩებს.
ისნის რაიონში, ჟონეთის ქ. N59ა-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 3/18/2026 11:00 საათიდან 3/18/2026 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბაბის ხევის (მუჯირიშვილის), შილდის, ბეღლეთის, კაიშაურის, ჟონეთის, კიკეთის, ნიაბის,ცისკრის,ბზიფის, სომხეთის, მრევლიშვილს ფშავის, კვესეთის, ნაქერალას, სათემო, აბულის, კვალეთის, განთიადის ახალუბნის და შაქრიანის გიორგი გედევანიშვილის ქუჩებს.
დ.ციმაკურიძის ქ. N1-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 3/18/2026 11:00 საათიდან 3/18/2026 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: საინგილოს N 5 და N5/18, საინგილოს ჩიხს, გუჯარეთის ქუჩას თავისი შესახვევებით, მელაანის ქუჩას შესახვევებით, დავით ციმაკურიძის, საბანაკოს 1-ლი, მე-2 და მე-3 ქუჩებს, ნოსირის, კასპის, აწყურის N2-22 (ლუწებს) 1-21 (კენტებს) ძმ. უბილავების, დოესის, ქეთევან წამებულის გამზ. N76-82 (ლუწები), კაჩინსკის(შავი ზღვის) N6-22, ზურაბაშვილის N3-27 (კენტებს).
სამგორის რაიონში, გ.მუხაძის ქ.N22-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 3/17/2026 23:00 საათიდან 3/18/2026 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ორხევის დასახლებას.
