აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების უმეტესობამ უარი თქვა ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფაში მონაწილეობაზე, თუმცა ტრამპის თქმით, ვაშინგტონს მათი დახმარება არც სჭირდება.
“ნატო-ს მოკავშირეთა უმეტესობამ გვაცნობა, რომ არ სურთ ჩვენს სამხედრო ოპერაციაში ჩართვა ახლო აღმოსავლეთში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს ქმედებებს“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
