Tuesday, March 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ითქვა, რომ თურქეთიდან საღამოს ჩამოფრინდება რეანიმატოლოგი” – შალვა კერესელიძე პატრიარქზე

March 17, 2026
“ითქვა, რომ თურქეთიდან საღამოს ჩამოფრინდება რეანიმატოლოგი” – შალვა კერესელიძე პატრიარქზე

ითქვა, რომ თურქეთის სახელმწიფოდან საღამოს ჩამოფრინდება რეანიმატოლოგი – მასთან კიდევ იქნება დამატებითი კონსულტაციები და მისი რჩევები, რეკომენდაციებიც, ალბათ გათვალისწინებული იქნება,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ კავკასიის მედიცინის ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კერესელიძე განმარტავს, „ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პატრიარქი რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელდეს და დაუბრუნდეს ჩვეულ ფორმას“.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ თითოეული ქართველისთვის ძალიან ემოციური დღეა. ყველა ძალიან დიდ განცდებში ვართ, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პატრიარქი უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას. წეღან ექიმმაც, ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთეს განცხადება. სასულიერო სფეროს წარმომადგენლებს, საზოგადოებას მოახსენეს, რა მდგომარეობაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პატრიარქი რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელდეს და დაუბრუნდეს ჩვეულ ფორმას.

ისიც აღინიშნა, რომ მდგომარეობა საკმაოდ რთული, მძიმე და ყურადსაღებია. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, რომ ვილოცოთ და გვქონდეს ძალიან დიდი იმედი, რომ მისი უწმინდესობა, ჩვენი სულიერი მამა და მწყემსი, ქართველი ერისა და ამ ქვეყნის ძალიან დიდი იმედი მალე გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება თავის ჩვეულ ფორმას.

ასევე, ითქვა ისიც, რომ თურქეთის სახელმწიფოდან საღამოს ჩამოფრინდება რეანიმატოლოგი. ეს თქვა ჯანდაცვის მინისტრმა. მასთან კიდევ იქნება დამატებითი კონსულტაციები და მისი რჩევები, რეკომენდაციებიც, ალბათ გათვალისწინებული იქნება. ეს არის, რაც მოვისმინე, რაც გვითხრეს და რაც ოფიციალურად გაგვაცნეს“,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 1 მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ჯარიმები იზრდება
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
  • პარლამენტმა დაამტკიცა “ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რითაც ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა დასჭირდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge