შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი – კუჭიდან სისხლდენის ფაქტი იყო საკმაოდ ინტენსიური და მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის ასე იოლად გამოსვლა,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„პროცესი ასე უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა აფასებენ როგორც მძიმეს. შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი. კუჭში სისხლდენის ფაქტი იყო საკმაოდ ინტენსიური და ამიტომ მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის ასე იოლად გამოსვლა. ვლოცულობთ მისთვის და ღმერთს ვთხოვთ მისთვის მხნეობას და ჯანმრთელობას“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
