Tuesday, March 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ცეკვის პედაგოგს 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – გოგონას ბიძის კომენტარი “მეტრონომთან”

March 17, 2026
ფულის გამოძალვა ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის „ფოლადას“ სახელით – დაკავებულია 2 პირი

ცოტახნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სენაკში არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე ცეკვის მასწავლებელს ადანაშაულებენ. როგორც არასრულწლოვანი გოგონას ბიძამ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, 50 წლამდე კაცს მსგავს ქმედებაში სხვა მოზარდებიც ამხელენ.

“ბავშვი არის ჩემი დისშვილი, ჩემი გაზრდილი 13 წლის გოგონა, რომელიც მასწავლებელმა მიიყვანა სამეცადინოდ არასამეცადინო დროს, ვითომდა დახმარების მიზნით. შემდეგ ეს კაცი ეუბნება: “აი, რა თბილი ოთახი დაგახვედრე, რა ლამაზი ხარ”, კოცნის კისერში და მერე, დროის გასვლასთან ერთად, იმატებს სექსუალური შინაარსის ქმედებები, როგორიცაა კისერში კოცნა, მუცელზე ხელის დარტყმა, “აი, ხუთ კილოს დაიკლებ და მერე გოგო არ გაჯობებს” და მსგავსი შინაარსის როგორც ტექსტები, ისე ქმედებები.

ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ მაქვს დაახლოებით ათამდე მონაწერი, სადაც ისინი სხვადასხვა დროის ამბებს მწერენ და ფაქტობრივად, ერთნაირი შინაარსისაა. აქედან ზოგი არის უკვე სკოლა დამთავრებული, ზოგიც კურსდამთავრებული. ამ ინფორმაციას პირადად მიმოწერის საფუძველზე ვფლობ.

მე მოვითხოვ ამ მასწავლებელს შეუჩერდეს პედაგოგიური საქმიანობის უფლება პირველ რიგში. მის მეუღლეს როცა სახლში მიუვარდა ჩემი და და მაზლები, მასწავლებლის მეუღლემ ჩემს დას ხელზე ხელი მოკიდა და უთხრა, რომ ბოდიშს იხდის მომხდართან დაკავშირებით. როდესაც ეს ბრალი ბავშვმა პირზე წაუყენა ბიძების თანდასწრებით, მან განაცხადა, ამ პედოფილმა კაცმა, რომ ეს იყო მეგობრულ კონტექსტში.

საქმეში ჩართული მყავს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელი სააგენტო, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, ასევე განათლების სამინისტროში დავწერე სპეციალური განცხადება ამ პედოფილ კაცთან დაკავშირებით და ახლა ვიყავი ცეკვების გაერთიანებაში, სადაც ეს კაცია გაწევრიანებული, მე მათ დავუფიქსირე ჩემი აზრი რომ ეს კაცი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.

ჩემი მიზანია უმკაცრესად დასჯა ამ პიროვნების, დასჯა მხოლოდ ციხე კი არა, თავად ანსამბლის სრულად გაუქმება. მას და მის მეუღლეს უნდა აეკრძალოთ პედაგოგიური მოღვაწეობა, მიუხედავდა იმისა, რომ თითქმის 30 წელია სცენაზე დგანან, მათ სცენის მტვერი სიკვდილის ბოლომდე უნდა ენატრებოდეთ ამდენი ბავშვის გაუბედურების გამო. აქ მე მხოლოდ ჩემი დისშვილის გამო არ ვიბრძვი, ნუ, რა საკვირველია, მის გამო ამოვიღე ხმა, თუმცა უამრავ საზიზღრობას ვკითხულობ სხვა მოსწავლეების მიერ მოწერილსაც.

პირველი შემთხვევაა ეს, ბავშვმა პირველივე შემთხვევაზე შეგვატყობინა ოჯახს. ჩემს დისშვილთან არ არის პერმანენტული ხასიათის, თუმცა მონაწერები რომ წავიკითხე, წნევამ ამიწია, ისეთები წერია” – განაცხადა არასრულწლოვანის ბიძამ “მეტრონომთან” საუბრისას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სიტუაცია მართვადია, თუმცა ამას მედიცინაში კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება – კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი პატრიარქზე
  • “სულ რამდენიმე საათში, საკმაოდ კვალიფიციური და დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი თბილისში ჩამოვა“ – მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის მკურნალობის პროცესზე
  • 1 მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ჯარიმები იზრდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge