კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები – გიორგი შარაშიძე და შალვა კერესელიძე მივიდნენ.
მანამდე, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე ირაკლი კობახიძე; შალვა პაპუაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; მინისტრები და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გაეცნენ. ასევე, კლინიკაში იმყოფებოდნენ კახა კალაძე და ლევან იოსელიანი.
ადგილზე ამ დრომდე იმყოფება მიხეილ სარჯველაძე.
პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, დილიდან კლინიკაში იმყოფებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და სხვა სასულიერო პირები.
