Tuesday, March 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს შესახებ კომენტარები გაკეთდა

March 17, 2026
ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს შესახებ კომენტარები გაკეთდა

ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამენ ჰადადიმ და ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა, გიუნტერ კრიხბაუმმა საქართველოს საკითხზე ისაუბრეს.

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამენ ჰადადიმ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი.

„უკრაინა და მოლდოვა ევროპისკენ მიდიან, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩამორჩა „ქართული ოცნების“ ქცევების გამო, რეპრესიების გამო, რომელიც ქუჩაში ვიხილეთ სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი პრესისა და ოპოზიციის მიმართ“, – აღნიშნა ჰადიდიმ.

ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას მან თქვა, რომ ამ ეტაპზე საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, „მაგრამ ეს სტატუსი დე ფაქტო გაყინულია და წინ არ მიიწევს. წინ ვერც წავა, ვიდრე „ქართული ოცნება“ გააგრძელებს რეპრესიებს საქართველოს მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული და თავისუფალი მისწრაფებების წინააღმდეგ“.

კითხვაზე, რა ბერკეტები აქვს ევროკავშირს, ჰადადიმ სავიზო შეზღუდვებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ეს ინსტრუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკვე განიხილება.

„ჩვენ უკვე გამოვიყენეთ მიზნობრივი სანქციები, მათ შორის, საფრანგეთის მხრიდან სავიზო შეზღუდვები იმ პირების მიმართ, რომლებიც რეპრესიებს უკავშირდება. ქართველი ხალხისადმი ჩვენი გზავნილია: საფრანგეთი და ევროპა უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართული ოცნების“ ქმედებები ღალატობს“, – განაცხადა ბენჟამენ ჰადადიმ.

ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრის, გიუნტერ კრიხბაუმის თქმით, ევროინტეგრაციის საკითხში საქართველო ადრე ბევრად წინ იყო, ვიდრე ახლა.

„სამწუხაროდ, საქართველო გაცილებით წინ იყო. ეს უკუსვლა, რომელსაც ვაკვირდებით საქართველოში, მხოლოდ სამწუხაროა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რადგან მათ სურთ ევროპა და ევროკავშირი“, – განაცხადა კრიხბაუმმა.

მინისტრმა ევროკომისიის ანგარიში გაიხსენა. მისი თქმით, მარტა კოსის მიერ წარდგენილ ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა.

„საქართველოზეა დამოკიდებული, გადადგას ნაბიჯი წინ და იმოძრაოს ევროკავშირის მიმართულებით. ამ მიზნისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება – დემოკრატია, თავისუფლება, პრესის თავისუფლება, აზრის თავისუფლება. სამწუხაროდ, ეს საქართველოში აღარ არის უზრუნველყოფილი“, – განმარტა გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
  • პარლამენტმა დაამტკიცა “ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რითაც ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა დასჭირდება
  • “შეინიშნება მცირედი უკეთესობა, რაც დამაიმედებელია” – მეუფე შიო პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge