Tuesday, March 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

March 17, 2026
არასრულწლოვანზე ძალადობისთვის ცეკვის მასწავლებელს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის აღების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების შესახებ ბრძანებებში ყალბი მონაცემების შეტანას ავალებდა. მისი მითითებით აღნიშნულ ბრძანებაში არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განმახორციელებელ პირებად, მასთან ახლო მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი თანამშრომლების მითითება ხდებოდა, რომლებსაც პერიოდულად ფულადი დანამატი ერიცხებოდათ, თუმცა აღნიშნული პირები რეალურად დაცვა-გაცილების ღონისძიებაში არ მონაწილეობდნენ, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ბაზებში ინფორმაციის უკანონოდ გადამოწმებისა და მიწოდების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 400 ლარი.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიზნით), 341-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ჩანაწერის შეტანა) და 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 1 მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ჯარიმები იზრდება
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
  • პარლამენტმა დაამტკიცა “ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რითაც ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა დასჭირდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge