“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის” – ამის შესახებ “კავკასიის მედიცინის ცენტრში” მისულმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, ვუსურვოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება, – ამის შესახებ
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო, თითოეული ექიმი ყველაფერს აკეთებენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
„მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, ვუსურვოთ მას სიმხნევე და გამოჯანმრთელება. ახლა მნიშვნელოვანია, ყველა ერთად ვიდგეთ, ვილოცოთ მისთვის. იცით, რომ კონსილიუმია, განიხილავენ საკითხებს, რა როგორ უნდა გადაწყდეს. სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო, თითოეული ექიმი ყველაფერს აკეთებენ, რომ სამედიცინო ჩარევით შესაძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
