Tuesday, March 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში, ასაკის გათვალისწინებით, ბევრი რამ დამოკიდებულია ორგანიზმზე, მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს” – მიხეილ სარჯველაძე

March 17, 2026
“უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში, ასაკის გათვალისწინებით, ბევრი რამ დამოკიდებულია ორგანიზმზე, მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს” – მიხეილ სარჯველაძე

“უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში, ასაკის გათვალისწინებით, ბევრი რამ დამოკიდებულია ორგანიზმზე, მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს” – განაცხდა მიხეილ სარჯველაძემ კონსილიუმის დასრულების შემდეგ.

„საზოგადოების ინტერესი აბსოლუტურად ლოგიკურია, ყველას აინტერესებს მდგომარეობა, მკურნალობის პერსპექტივები. გამართულ კონსილიუმზე, რასაკვირველია, არც იყო მოლოდინი რომ საბოლოო პოზიციები დაფიქსირდებოდა და მზა გადაწყვეტილებები იარსებებდა. გაანალიზდა არსებული კლინიკური მდგომარეობა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა შეიძლება იყოს პერსპექტიული ხედვის საფუძველი, რა – პესიმისტური. ამ შეჯამების საფუძველზე შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა ამ თვალსაზრისით. ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, სხვა ალტერნატივა რეალურად არ არსებობს.

თავს შევიკავებ რაიმე ფორმულირებების მოძებნისგან, ყველანი უკმაყოფილო ვართ არსებული მდგომარეობით, ყველას გვაქვს მეტის და უკეთესის მოლოდინი, სურვილი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამისთვის უნდა გავაკეთოთ უკლებლივ ყველაფერი. ამ წუთს არაფერს ამაზე მეტად მნიშვნელობა არ აქვს.

რაც შეეხება კონსილიუმზე გამოკვეთილ რჩევებსა და მოსაზრებებს, უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში. ახლა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია, ასაკის და მდგომარეობის გათვალისწინებით, თვითონ ორგანიზმზე. ყველაფერი ეს მოგვცემს შესაძლებლობას, თუნდაც რამდენიმე საათის შემდეგ ახალი მსჯელობა გაიმართოს ახალ მონაცემებზე დაყრდნობით. იმდენად კომპლექსურია ანალიზების მონაცემები, იქ არ არსებობს ერთი და ორი ინდიკატორი, ძალიან ბევრია. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გაუმჯობესება და დადებითი დინამიკა იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში უარყოფით, ამას სჭირდება კომპლექსურად შეფასება და დინამიკაში დაკვირვება. დინამიკაში ნიშნავს, რომ არ არის საჭირო ხვალინდელი, ზეგინდელი გეგმები დავსახოთ, ამ წუთს რაც არის რელევანტური, ეს გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. სამი-ოთხი საათის შემდეგ რაც იქნება ყველაზე რელევანტური, ეგეთი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

თავიდან ბოლომდე ვარ ჩართული, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ამავდროულად ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომ არაფერი ამ მკურნალობის პროცესს არ დააკლდეს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას ბუნებრივია, უკლებლივ შევასრულებთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარლამენტმა პირველი მოსმენით “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები მიიღო
  • ირანმა ისრაელზე ახალი სარაკეტო იერიში მიიტანა
  • თურქეთიდან რეანიმატოლოგს დღეს ღამით ჩამოიყვანენ – ახალი ინფორმაცია პატრიარქთან დაკავშირებით

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge