საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება.
„ვწუხვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ჰოსპიტალიზაციის გამო. ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს იგი“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.
