კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად, კახა კალაძე მივიდა.
ასევე, ადგილზე იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე.
ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასევე გაეცნო მიხეილ ყაველაშვილი და კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე. ასევე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.
პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, დილიდან კლინიკაში იმყოფებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ასევე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები.
