ბათუმში, საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკასთან, სადაც სპეცოპერაციის დროს დაშავებული ქალია მოთავსებული, ოჯახის წევრები იმყოფებიან და ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.
მათი თქმით, 68 წლის ქალი, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ხვიჩა დუმბაძის დედაა, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქალი კლინიკიდან უკვე გაწერეს, თუმცა ისინი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ითხოვენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ექსპერტები ჩაერთონ და გამოძიება დაიწყოს იმის თაობაზე, რა პროცედურები ჩაუტარდა ქალს კლინიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სამედიცინო დაწესებულებიდან გაყვანას არ აპირებენ.
ოჯახი ამბობს, რომ სპეცოპერაციისას სამართალდამცავები დაკავებულთა სახლებში გაუფრთხილებლად შეიჭრნენ და უდანაშაულო ადამიანები დააკავეს.
