ბათუმში, სპეცოპერაციისას დააკავეს ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები.
ინფორმაცია „ბათუმელებს“ რეზო წულუკიძის მეუღლემ დაუდასტურა.
„რეზო იყო ფირუზთან ერთად, შევარდნენ და დააკავეს. აბუსერიძის ქუჩაზე იყო სპეცოპერაცია. სპეცრაზმით იყო ეზო სავსე. სახლში არ შეგვიშვეს. რომ ჩამოიყვანეს ბიჭები, ვკითხეთ იქ პოლიციელებს, რატომ იჭერთ-მეთქი და ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით არიან დაკავებულიო.
აბსურდია. რეზო და ფირუზი პირიქით, მაგ სამყაროს ებრძვიან. ასევე დაკავებულია ელდარ ანთაძე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნარი ფუტკარაძემ.
ნარი ფუტკარაძის ინფორმაციით, ორივე ძმა თბილისში გადაიყვანეს.
რეზო და ფირუზ ფუტკარაძეები 2024 წლის 23 ნოემბერს შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
რეზო და ფირუზ წულუკიძეებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
ძმები წულუკიძეები 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს.
პროკურატურა მათ რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობაში დებდა ბრალს. ამ საქმეზე ჯამში 7 პირი იყო დაკავებული. ბრალდებულები პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმებოდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გამოყენებით პროვოკაცია მოუწყო.
