Tuesday, March 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქრთამის აღების ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით კი აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დააკავეს

March 17, 2026
ქრთამის აღების ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით კი აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.

“გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 1982 წელს დაბადებულმა იაკობ კაცაძემ სხვადასხვა პირების შსს საინფორმაციო ცენტრის ბაზებში უკანონოდ გადამოწმებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-იდან – 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დაცვის პოლიციის თანამშრომელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.  გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, 1981 წელს დაბადებულმა კარლო ურუშაძემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება – კერძოდ, მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს პერიოდულად ავალებდა არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების შესახებ ბრძანებებში ყალბი მონაცემების შეტანას, მათ შორის არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განმახორციელებელ პირებად, მასთან ახლო მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი თანამშრომლების მითითებას, რომლებიც რეალურად აღნიშნულ საქმიანობას არ ახორციელებდნენ. შედეგად, ბრძანებებში მითითებულ პირებს, პერიოდულად ერიცხებოდათ ფულადი დანამატები, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კარლო ურუშაძე ბრალდებულის სახით დააკავეს” – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 – წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ადვოკატის ინფორმაციით, აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 80-მდე პირი თბილისსა და ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან გადანაწილებული
  • 6 წლამდე ავტომობილების განბაჟების საფასური ძვირდება
  • პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე ორი პირი დააკავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge