2022 წლის MTV Movie & TV დაჯილდოება ხუთ ივნისს, სანტა მონიკაში გაიმართება. ცოტა ხნის წინ კი დაჯილდოების ნომინანტები დასახელდენ, რომელთაგან „ადამიანი-ობობა: არავითარი გზა შინისკენ“, „ბეტმენი“ და „ეიფორია“ ლიდერობენ.
„ადამიანი-ობობა: არავითარი გზა შინისკენ“ წელს შვიდ კატეგორიაშია წარდგენილი. შესრულებული როლისთვის მსახიობი ტომ ჰოლანდი საუკეთესო მამაკაც მსახიობადაა ნომინირებული. მასთან ერთად ნომინაციაში „ბეტმენის“ ვარსკვლავი, მსახიობი, რობერტ პატინსონია.
ნომინანტია ასევე ზენდეია კატეგორიაში „საუკეთესო კოცნა“, ენდრიუ გარფილდი, ტობი მაქგუაიერი და ტომ ჰოლანდი კი „საუკეთესო გუნდის“ კატეგორიაში მოხვდნენ. აქვე აღსანიშნავია, რომ ტომ ჰოლანდი „საუკეთესო გმირის“ ნომინანტიცაა.
HBO-ს სერიალი, „ეიფორია“ წლევანდელ დაჯილდოებაზე ოთხ ნომიაციაშია წარდგენილი, „ბეტმენი“ კი ექვსში.
„ეიფორიაში“ შესრულებული როლისთვის ზენდეია „საუკეთესო მსახიობადაა“ ნომინირებული. ფილმ „ბეტმენის“ ვარსკვლავები ზოე კრავიცი და რობერტ პატინსონი „საუკეთესო კოცნის“ კატეგორიაში მოხვდნენ.