ზაფხული ახლოვდება რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი სხეულის მისაღებად სულ ცოტა დრო რჩება. სწორედ ამიტომ ჩვენ გთავაზობთ დიეტას, რომელიც წონაში დაკლების ყველაზე ჯანსაღი და სწრაფი ხერხია:
ხმელთაშუა ზღვის დიეტა
აღნიშნულმა დიეტამ ეს სახელი ხმელთაშუა ზღვის მიმდებარედ დასახლებული რეგიონების ტრადიციული სამზარეულოს გამო მიიღო.
ამ დიეტის განმავლობაში თქვენ უნდა იკვებოთ ბევრი ხილით და ბოსტნეულით, პური ჩაანაცვლოთ ბრინჯით, მიიღოთ პროტეინები ზღვის პროდუქტებისგან და გამოიყენოთ ზეთისხილის ზეთი კარაქისა და სხვა ზეთების ნაცვლად.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს, 2020 წელს მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ დიეტის მიხედვით იკვებებოდა, რადგან ხმელთაშუა ზღვის დიეტა განსაკუთრებული სიჯანსაღით გამოირჩევა. ამ დროს ორგანიზმი იღებს ყველა საჭირო ვიტამინს და უარს ამბობს ბევრ შაქარზე, ცხიმზე და ცომზე.
ყოველდღიურად უნდა იკვებოთ ხილიოთ, ბოსტნეულით, თხილით და მარცვლეულით. კვირაში ერთხელ უნდა მიიღოთ თევზი და ერთი კვერცხი. საკვებში გამოვიყენოთ ზეთისხილის ზეთი.
ყველა დიეტის დაცვისას არის გარკვეული აკრძალვები, ხმელთაშუა ზღვის დიეტისას არ უნდა ვიკვებოთ წითელი ხორცით, გაყინული საკვებით, არ უნდა მივიღოთ სასმელი (თუმცა წითელი ღვინო გამონაკლისია), არ შეიძლება ასევე კარაქი და რაფინირებული ან ჰიდროგენირებული ზეთები.
აქვე აღსანიშნავია, რომ ეს დიეტა ამცირებს გულის დაავადებების, ინსულტის და დიაბეტის განვითარების რისკს.