ხელვაჩაურში, სპეცოპერაციისას ერთი ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივთა თქმით, სამი პირის დაკავებისას, შემთხვევით გასროლისას ერთ-ერთი დაკავებულის დედა, ფეხის არეშია დაჭრილი – ინფორმაციას „აჭარა თაიმსის“ ავრცელებს.
დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამ ეტაპზე, ჩვენთვის უცნობია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ადგილობრივები ხელვაჩაურის პოლიციის შენობასთან გამართული აქციის დროს ამბობდნენ, რომ პოლიციელები გამოგონილი ბრალდებითა და ნარკოტიკული საშუალების ჩადების შედეგად უდანაშაულო ადამიანებს აკავებენ.
