ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ ჭაბუკიანისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ანანურის მკვიდრი სოსო აბრამიშვილი საკუთარი მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა. წვიმიანი ამინდის გამო, ტრანსპორტი სველ ასფალტზე მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
თავის არეში მიღებული ტრავმებით, ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
