“მალანია გამოკითხულია, საკმაოდ კრიტიკულად დაიკითხა აღნიშნული პირი, გარდა ამისა, ჩატარდა ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლში” – გიგა ავალლიანის საქმის პროკურორი.
“მალანია გამოკითხულია, საკმაოდ კრიტიკულად დაიკითხა აღნიშნული პირი, გარდა ამისა, ჩატარდა ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლში, ამოღებულია მობილური ტელეფონი, დანიშნულია და მიღებულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა. რა შედეგებიც გვექნება, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა ამ ჩამოთვლილი, კონკრეტული რომელიმე პირის მიმართ. მერაბ მალანია არის არასრულწლოვანი გიორგი მალანიას მამა, შესაბამისად, თანამედროვე საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო იყო, რომ მერაბ მალანია, როგორც დამსწრე, როგორც წარმომადგენელი დასწრებოდა შვილის გამოკითხვას, შესაბამისად, ის ესწრებოდა გიორგი მალანიას გამოკითხვას და პირი, რომელიც ესწრება და საპროცესო წარმომადგენლის სტატუსით არის წარმოდგენილი საქმეში, მისთვის მოწმის სტატუსის მინიჭება და მისი გამოკითხვა არ ხდება” – ამბობს გიგა ავალიანის საქმის პროკურორი TV პირველთან.
დღეს გიგა ავალიანის დედამ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მისი შვილის საქმესი კიდევ ორი არასრულწლოვანის დაკავებას ითხოვს. ეკა კუპატაძე ამბობს, რომ ერთ-ერთ მათგანს – გიორგი მალანიას, პროკურატურა მფარველობს, რადგან მისი მამა შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, მერაბ მალანიაა.
მერაბ მალანია 2016 წლიდან 2019 წლამდე მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მოადგილის პოსტს იკავებდა.
