Monday, March 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს

March 16, 2026
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს

თემქაზე მოკლული მასწავლებლის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს. ეკა კუპატაძე ამტკიცებს, რომ სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთს პროკურატურა მფარველობს, რადგან მისი მამა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია.

კუპატაძის ინფორმაციით, სწორედ მერაბ მალანიას ვაჟი ფიგურირებს გიგა ავალიანის მკვლელობის დაგეგმვაში.

“როგორც სანდო წყაროებიდან ვიცი, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ნია იმნაძის და გიორგი მალანიას დაჭერის თაობაზე. ჩემი ვარაუდით, ეს არის მერაბ მალანიას გამო. პროკურატურა იბრძოლა გიორგი მალანიას წინააღმდეგ, რატომ შეიცვალა გეზი პროკურატურამ, იმიტომ რომ მალანიამ თავისი გავლენები გამოიყენა. მიფრთხილდი მერაბ მალანია, შენი შვილია რის მკვლელი, დაიხიე უკან, მიათრიე ეგ შენი მკვლელი შვილი პროკურატურაში. გიორგი მალანიამ მიიღო გიგა ავალიანის მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობა, ის არის სავარაუდო ბრალდებული. მანამ, სანამ ყველა სავარაუდო ბრალდებული არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, ეკა კუპატაძე არ გაჩერდება” – ამბობს ის.

მოკლული მასწავლებლის დედა საქმეში ახალ გარემოებებზეც საუბრობს. კუპატაძე ამბობს, რომ საქმეს დაემატა 5 ახალი ტომი, რადგან, მისი ინფორმაციით, ბრალდებულების საპატიმრო დაწესებულებაში და ასევე მათ საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული იყო ჩამწერი მოწყობილებები. დამატებითი ახალი ჩანაწერები უკვე წარმოდგენილია სასამართლოში.

“მოსასმენები იყო დამონტაჟებული აბსოლუტურად ყველა მკვლელის ოჯახში, ასევე ბრალდებული ბიჭების საკნებშიც. ის თუ რა ინფორმაცია ამოიღეს იქიდან, მე არ ვიცი, რადგან ჯერ არ მაქვს საქმის მასალები. 5 ტომი დაემატა, ჯამში არის 30 ტომი. რამდენადაც ვიცი, ადვოკატისგან, ტომებით შეიტანეს ამოღებული მასალები სასამართლოში” – აცხადებს ეკა კუპატაძე.

მოკლული მასწავლებლის დედა კიდევ ერთ არასრულწლოვან გოგონაზე საუბრობს, რომელსაც, მისი თქმით, აღნიშნულ დანაშაულზე ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა არც მან ითანამშრომლა გამოძიებასთან.

ეკა კუპატაძე გოგონას და მის ოჯახს მიმართავს, რომ ის დაუყოვნებლივ მივიდეს პროკურატურაში და გამომძიებელბს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.

“მივმართავ მშობლებს, წაიყვანეთ თქვენი შვილი პროკურატურაში და მიაცემინეთ ჩვენება” – ამბობს ის.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს – დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი 17-19 მარტს საქართველოში
  • ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტით შეტევა განახორციელა, დაშავდა ერთი ადამიანი
  • 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge