Monday, March 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მართლმსაჯულების სისტემა არა მარტო ბრმა, არამედ ხშირად ყრუც არის” – მიქაუტაძის ადვოკატი

March 16, 2026
“მართლმსაჯულების სისტემა არა მარტო ბრმა, არამედ ხშირად ყრუც არის” – მიქაუტაძის ადვოკატი

დღეს არც რომეო მიქაუტაძე ესწრებოდა პროცესს და არც მისი რომელიმე ნათესავი ან ოჯახის წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა კი არა, ჯერ კიდევ საქმის საწყისი ეტაპიდან იცოდნენ, რა განაჩენი დადგებოდა ამ საქმეზე – ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა არა მარტო ბრმაა, ხშირად ყრუც არის, როცა ბრალდებულისა და ზოგადად, დაცვის მხარის პოზიციის მოსმენას ეხება საქმე,- ამის შესახებ რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერაძემ სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატმა უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა რომეო მიქაუტაძე თავს „პოლიტპატიმრად“ და აღნიშნა, რომ მიქაუტაძეს ეს არასდროს უთქვამს.

„დღეს არც რომეო მიქაუტაძე ესწრებოდა პროცესს და არც მისი რომელიმე ნათესავი ან ოჯახის წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა კი არა, ჯერ კიდევ საქმის საწყისი ეტაპიდან იცოდნენ, რა განაჩენი დადგებოდა ამ საქმეზე. ეს მიუხედავად იმისა, თუ რა გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან სინამდვილეში და რა პოზიცია ჰქონდა მას მის ბრალთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა არა მარტო ბრმაა, ხშირად ყრუც არის იმ ნაწილში, როცა ბრალდებულის და ზოგადად, დაცვის მხარის პოზიციის მოსმენას ეხება საქმე. ხშირად და უმეტესად, მას ესმის მხოლოდ ის არგუმენტები, თუ ამას არგუმენტებს დავარქმევთ, რომელიც ბრალდების მხრიდან ჟღერს.

რომეო მიქაუტაძეს არასდროს არ უთქვამს, ყოველ შემთხვევაში ჩემს გასაგონად, რომ ის თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ეგეთი ფაქტი გააჟღერა თავის საბოლოო სიტყვაში [რომ „კლანებს შორის დაპირისპირების გამო მოხდა მისი დაკავება“] თუმცა ამასთან დაკავშირებით, ალბათ, გვექნება საუბარი და თუ რაიმე დამატებით განმარტებას მოგვცემს ამის შესახებ, გაცნობებთ. მე არაფერი არ ვიცი, შევხვდები მას და დაველაპარაკები. თუ რაიმე ინფორმაციას დამაბარებს, გადმოგცემთ.

პროკურატურა თვეების განმავლობაში იძახდა, რომ არ მოუმართავთ ჩვენთვისო. მან [მიქაუტაძემ] მიმართა პროკურატურას. [ბრალის] წინასწარ აღიარება რისთვის არის საჭირო, ჩემთვის გაუგებარია. თუ ადამიანი აფორმებს საპროცესო შეთანხმებას, თუ მას შესთავაზებენ პირობებს და ის მას დათანხმდება, ეს ისედაც ნიშნავს, რომ ის აღიარებს, ეთანხმება ყველა ბრალდებას, აანაზღაურებს ზიანს დ ა.შ. [პროკურატურასთან] საერთოდ არ გვისაუბრია გარდა იმისა, რომ მიმართული იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. ამის გარდა არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.

არ ვიცი, რისი დანერგვა უნდა „ქართულ ოცნებას“. ვიცი ის, რომ არანაირი პასუხი არ გაგვცეს. მე ყოველ შემთხვევაში, მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ არც არავინ აპირებდა მასთან საპროცესოს გაფორმებას. ეს უბრალოდ ფორმალობა იყო. ბრალდების მხარე იძახდა, მოგვმართოს და განვიხილავთო, თუმცა ფაქტია, მიმართა და არც არავინ განიხილა. თუ რომეო საპროცესოზე დათანხმდებოდა, მას ყველაფრის აღიარება მოუწევდა, თუმცა აქამდე საქმე არ მივიდა“,- განაცხადა ბექა ნემსიწვერაძემ.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე აპირებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმართოს.

„დღეიდან ერთი თვე გვაქვს ვადა. დაველოდებით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. წინასწარ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება დასაბუთებული ვერანაირად ვერ იქნება, თუმცა შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს“,- აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე სასამართლომ წარდგენილ ყველა ბრალდებაში – ცხრავე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს აუდიტის სამსახური განახორციელებს
  • თოვლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსების გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
  • დუბაის აეროპორტში ავიარეისების განახლება დაიწყო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge