ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დაჭრის შემდეგ სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს, – იუწყება ქუვეითური გაზეთი Al Jarida. მოჯთაბა ხამენეი ირანზე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმის პირველ დღეს დაიჭრა და სამკურნალოდ მოსკოვში, საიდუმლო რეისით მოხვდა, – წერს გამოცემა მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, ხამენეის მოსკოვში გადაყვანა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბრისას პირადად შესთავაზა.
მოსკოვში ხამენეის „წარმატებული“ ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად ის მკურნალობას პუტინის ერთ-ერთი რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე კლინიკაში გადის, – ამბობს წყარო. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. მანამდე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მოჯთაბა ხამენეის დაჭრა და განაცხადა, რომ პოლიტიკოსის მდგომარეობა შეშფოთებას არ იწვევს.
