ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. კინოაკადემიის დაჯილდოება, ტრადიციულად, დოლბის თეატრში ჩატარდა. საღამოს წამყვანის ამპლუაში წელს ლეგენდარული კონან ო’ბრაიენი მოგვევლინა.
გამარჯვებულები სულ 24 ძირითად კატეგორიაში გამოვლინდნენ. აკადემიამ პირველად დაამატა ახალი კატეგორია — საუკეთესო ქასთინგი.
საუკეთესო ფილმი
One Battle After Another — გამარჯვებული
Marty Supreme
Hamnet
Sinners
Sentimental Value
The Secret Agent
Train Dreams
Bugonia
F1
Frankenstein
დაჯილდოების გამოკვეთილი ლიდერი პოლ ტომას ანდერსონის „ბრძოლის შემდეგ ბრძოლა“ გახდა. ფილმმა 13 ნომინაციიდან 6 ოსკარი მიიღო, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიებში: საუკეთესო ფილმი, რეჟისორი და ადაპტირებული სცენარი. წარსულში 11 ნომინაციის შემდეგ ეს იყო ანდერსონის კარიერაში პირველი ოსკარი.
საუკეთესო რეჟისორი
პოლ ტომას ანდერსონი, One Battle After Another — გამარჯვებული
რაიან კუგლერი, Sinners
ჯოშ საფდი, Marty Supreme
იოაკიმ ტრიერი, Sentimental Value
ქლოი ჟაო, Hamnet
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი
მაიკლ ბ. ჯორდანი, Sinners — გამარჯვებული
ვაგნერ მოურა, The Secret Agent
ლეონარდო დიკაპრიო, One Battle After Another
ტიმოთი შალამე, Marty Supreme
ითან ჰოუკი, Blue Moon
პირველი ნომინაცია და პირველი ოსკარი ხვდა წილად მაიკლ ბ. ჯორდანს ფილმისთვის „ცოდვილნი“. საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში მის მთავარ კონკურენტად ტიმოთი შალამე მიიჩნეოდა.
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი
ჯესი ბაკლი, Hamnet — გამარჯვებული
რენატე რეინსვე, Sentimental Value
ემა სტოუნი, Bugonia
როუზ ბირნი, If I Had Legs I’d Kick You
ქეით ჰადსონი, Song Sung Blue
ჯესი ბაქლი წლევანდელი დაჯილდოებების სეზონის უპირობო ლიდერი იყო. მან „ჰამნეტში“ შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსის, BAFTA-ს, Critics Choice-ისა და მსახიობთა გილდიის შემდეგ კარიერაში პირველი ოსკარიც მოიპოვა.
