შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი, 1984 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული 35 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
