დრონით თავდასხმის შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროების ალ-ფუჯაირას პორტში ხანძარი გაჩნდა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ალ-ფუჯაირას პორტში ხანძარი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა და ხანძრის ჩაქრობას სახანძრო სამსახური ცდილობს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
