Friday, March 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2024 წელს ივანიშვილის სასტუმროების მფლობელმა ფონდმა 607 მილიონი ლარი იზარალა

March 13, 2026
2024 წელს ივანიშვილის სასტუმროების მფლობელმა ფონდმა 607 მილიონი ლარი იზარალა
 2024 წელს ივანიშვილის სასტუმროების მფლობელმა ფონდმა 607 მილიონი ლარი იზარალა – ინფორმაციას BMG ავრცელებს. გამოცემის ცნობით, “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა”, რომელიც საქართველოს მასშტაბით სასტუმროების – პარაგრაფ შეკვეთილის, პარაგრაფ თბილისის, სასტუმრო ბოდბეს, თაბორი თბილისის – ასევე აბასთუმანში მშენებარე სასტუმროს პროექტს და მწვანე კონცხსა და განმუხურში განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ პროექტებს და თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ რამდენიმე გაყინულ სამშენებლო ობიექტს ფლობს – 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზარალი 269 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო დაფუძნებიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ფონდის მიერ აკუმულირებული ჯამური ზარალი 607 მილიონი ლარი იყო.

 BMG-ის ცნობით, ზარალის ძირითადი მიზეზები აქტივების გაუფასურებაა.

 ზარალის ძირითადი მიზეზები და აქტივების გაუფასურებაა – 2024 წლის განმავლობაში ჯგუფის საოპერაციო ზარალმა 212.5 მილიონი ლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ძირითადი საშუალებების, კერძოდ კი „თაბორი რეზორტსისა“ და აბასთუმანის პროექტის პროექტების 153 მილიონი ლარით გაუფასურება გახდა. მენეჯმენტის განმარტებით, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ამ ობიექტების საბალანსო ღირებულება მათ ანაზღაურებად ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. ამასთან, კომპანიის ფინანსური ტვირთი გაზარდა წმინდა ფინანსურმა ზარალმა, რომელმაც 56.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მეტწილად სესხებზე დარიცხულმა საპროცენტო ხარჯებმა განაპირობა.

 შემოსავლები და საოპერაციო საქმიანობა – მიუხედავად საერთო ზარალისა, ფონდის შემოსავლები 2024 წელს თითქმის გაორმაგდა და 94.2 მილიონ ლარს მიაღწია [2023 წელს ეს მაჩვენებელი 56.5 მილიონი ლარი იყო]. შემოსავლების ზრდა ძირითადად ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლას უკავშირდება:

 ვალდებულებები და მფლობელობა – 2024 წლის ბოლოსთვის ჯგუფის მთლიანმა ვალდებულებებმა 971 მილიონ ლარს მიაღწია. სესხების მოცულობა წლიურად 48.7%-ით გაიზარდა და 621 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ძირითადად მშობელი კომპანიისგან – საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსგან“ – მიღებულმა ახალმა დაფინანსებამ განაპირობა, რომლითაც წინა კრედიტები გადაიფარა.

 დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის დეკემბერში კომპანიის მფლობელობის სტრუქტურა შეიცვალა. თუ 2023 წლის ბოლოსთვის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე უტა ივანიშვილი იყო, 2024 წლის ბოლოსთვის მას აქციების 35% დარჩა, ხოლო დარჩენილი 65% თხუთმეტმა დამოუკიდებელმა ფიზიკურმა პირმა გადაინაწილა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იგეგმება ბიოდეგრადირებადი პარკების მოხმარების შეზღუდვა – სოლომონ პავლიაშვილი
  • ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები – ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
  • საწვავი კიდევ გაძვირდა – ბოლო 1 კვირაში ზოგიერთ ქსელში ფასი 32 თეთრამდეც კი გაიზარდა – BMG

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge