Friday, March 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ირანმა ისრაელის ჩრდილოეთს დაარტყა, ისრაელმა თეირანს და სხვა რაიონებს

March 13, 2026
ირანმა ისრაელის ჩრდილოეთს დაარტყა, ისრაელმა თეირანს და სხვა რაიონებს

ისრაელი და აშშ განაგრძობენ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ. 13 მარტს ისრაელმა მორიგი ავიაიერიში მიიტანა ირანზე. ირანმა ისევ შეუტია ისრაელს და სპარსეთის ყურეში ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში 13 მარტს დაწერა, რომ „ირანის ტერორისტულ რეჟიმს სრულად ანადგურებენ“.

რა არის ცნობილი 13 მარტის დღის პირველი ნახევრისთვის – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

აფეთქებები იყო თეირანსა და ირანის სხვა რაიონებში. ირანული სააგენტო Tasnim-ის თანახმად, აფეთქება მოხდა თეირანის ცენტრში, „ალ-ყუდსის დღის“ გამო მიმდინარე მიტინგის ადგილის მახლობლად. „ალ-ყუდსის დღე“ პალესტინელების მხარდამჭერი აქციაა, რომელსაც რამადანის თვის ბოლო პარასკევს აღნიშნავენ.

რამდენიმე საათით ადრე ისრაელის თავდაცვის არმიამ სოციალური ქსელებით სპარსულ ენაზე გაავრცელა ირანის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი გაფრთხილება, რომ თეირანის კონკრეტული რაიონები უნდა დაეტოვებინათ და ამ რაიონების რუკა.

ირანში ინტერნეტის პრობლემებია.

ისრაელის არმიის მიერ 13 მარტს, დღის პირველ ნახევარში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის სამხრეთში, შირაზის რაიონში დაარტყეს ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტს და მათ საცავს, თეირანში – საჰაერო თავდაცვის ცენტრალურ ბაზას და იარაღის რამდენიმე საწარმოს, ხოლო ირანის დასავლეთში, ჰავაზის რაიონში – სამეთაურო ცენტრებს.

დილით ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოუგერიებელი რაკეტა ჩამოვარდა ისრაელის ჩრდილოეთში, ქალაქ ნაზარეთის მახლობლად მდებარე დასახლებულ პუნქტ ზარზირში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა 60-მდე ადამიანი, რომელთა უმრავლესობამ რაკეტების ნამსხვრევებით მსუბუქი ჭრილობები მიიღო. ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ ირანული რაკეტის ჩამოვარდნის გარემოებებს იძიებს.

ორი ადამიანი, უცხო ქვეყნების მოქალაქეები დაიღუპნენ დრონის ჩამოვარდნის შედეგად ომანის ქალაქ სოჰარის სამრეწველო ზონაში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. კიდევ ერთი დრონი დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქ ელ-რიადში მოიგერია უპილოტო საფრენი არაპარატი, რომელიც ე.წ. დიპლომატიური კვარტლისკენ მიემართებოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოქრო მცირედით გაიაფდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში
  • ირანმა ისრაელის ჩრდილოეთს დაარტყა, ისრაელმა თეირანს და სხვა რაიონებს
  • რომეო მიქაუტაძის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge