მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში ირანის ნაკრების მონაწილეობის საკითხმა, როგორც იქნა, ოფიციალური განმარტება შეიძინა. ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის მიუხედავად, თეირანში დაადასტურეს, რომ გუნდი აპირებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს.
ირანული მხარის განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელებში პუბლიკაციის შემდეგ რამდენიმე საათში გავრცელდა:
„ირანის ნაკრებს შეუძლია ჩამოვიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ, სინამდვილეში, არ მიმაჩნია მათი აქ ყოფნა მიზანშეწონილი – მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – დაწერა პრეზიდენტმა.
ამის საპასუხოდ, ირანის ნაკრების პრესსამსახურმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ გუნდი გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე და არ აპირებს ამასთან დაკავშირებით აზრი ჰკითხოს ამერიკულ მხარეს.
„მსოფლიო ჩემპიონატი – ეს ისტორიული საერთაშორისო მოვლენაა და მისი ორგანიზატორია ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია და არა რომელიმე ცალკე აღებული ქვეყანა. ირანის ნაკრებმა თავისი ძალისა და თანმიმდევრული მოგებების წყალობით, ერთ-ერთმა პირველმა მოიპოვა ამ გრანდიოზულ ფორუმში მონაწილეობის უფლება. რა თქმა უნდა, არავის შეუძლია ირანის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გაძევება. გაძევებული უნდა იყოს ის ქვეყანა, რომელსაც „მასპინძელი“ ჰქვია, რადგან არ აქვს უნარი მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყოს“, – წერია განცხადებაში.
