Friday, March 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

March 13, 2026
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

“მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს დემოკრატიული უკანდახევის კურსი და სრულად განახორციელოს ეუთოს 2026 წლის მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები” – ამის შესახებ ეუთოს 24 წევრი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი:

“გაერთიანებული სამეფო, 23 სხვა ქვეყანასთან ერთად, მოუწოდებს საქართველოს, შეცვალოს დემოკრატიული უკანდახევის კურსი და სრულად განახორციელოს ეუთოს (OSCE) 2026 წლის მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები.

1) საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატარონ ოპერატიული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდებაზე, დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემით.

2) საქართველომ უნდა გააუქმოს ან ფუნდამენტურად გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია მის საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებათა სფეროში, მათ შორის კანონები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული ცვლილებები გრანტების, მაუწყებლობისა და პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ. როგორც მომხსენებელი აღნიშნავს, ამ კანონების შესაბამისობაში მოყვანა მხოლოდ მცირე ცვლილებებით შეუძლებელია. ამ პროცესში მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს თანამშრომლობა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) და ვენეციის კომისიასთან და სრულად განახორციელოს მათი რეკომენდაციები.

3) ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და საჯარო დებატების სხვა მონაწილეების თვითნებური დაკავებისა და დევნისგან, გააუქმოს თვითნებურად წაყენებული ბრალდებები და გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პირი.

4) საქართველომ უნდა შეაჩეროს ძალისხმევა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმართულებით, გამოითხოვოს ამ მხრივ წარდგენილი განაცხადები და უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმის სრული პატივისცემა.

და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენის აუცილებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების, სამართლიანი სასამართლოს გარანტიების უზრუნველყოფისა და ისეთი ინსტიტუტების რეფორმირების გზით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეუთოსა და ვენეციის კომისიის მრავალწლიანი რეკომენდაციების შესაბამისად” – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან: გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა და პოლონეთი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს
  • უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომი დაბომბა
  • ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინიქსის ჩელენჯერზე პირველი მატჩი მოიგო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge