აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან დაკავშირებული მოვლენები სწრაფად ვითარდება და ვაშინგტონი მოქმედებს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. მისი თქმით, ამერიკის სამხედრო ძალა „შეუდარებელია“, ხოლო ის ნაბიჯები, რომლებიც ახლა იდგმება, ბოლო 47 წლის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო.
ტრამპმა ირანს „ტერორისა და სიძულვილის ერი“ უწოდა და აღნიშნა, რომ თეირანი უკვე „დიდ ფასს იხდის“.
“ირანთან დაკავშირებული სიტუაცია ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გაკეთდეს. ჩვენი სამხედრო ძალები შეუდარებლები არიან. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. არავის უნახავს მსგავსი რამ. ეს უნდა გაკეთებულიყო 47 წლის განმავლობაში. ბევრ სხვადასხვა ადამიანს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა მათ გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაეკეთებინათ. ირანი ნამდვილად ტერორისა და სიძულვილის ერია და ახლა დიდ ფასს იხდიან” – განაცხადა ტრამპმა.
