ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად 20 წლის გოგო გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა, ლიკა ტალახაძემ ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახლში გაწერიდან რამდენიმე დღეში დამძიმდა, რის შედეგადაც პაციენტი ისევ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ახალგაზრდა დედის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროში გარდაცვლილის ექსპერტიზა მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
