Friday, March 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციები დროებით მოხსნა

March 13, 2026
აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციები დროებით მოხსნა
აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციები დროებით მოხსნა – გადაწყვეტილება 12 მარტს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები 1 თვით გააუქმა. აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს არის დროებითი ზომა, რომელიც ომის დროს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ქვეყნებს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენის უფლება 11 აპრილამდე ექნებათ.
 “ეს ვიწროდ სპეციალიზებული, მოკლევადიანი ღონისძიება მხოლოდ უკვე ტრანზიტში მყოფ ნავთობზე ვრცელდება და რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს“ – აღნიშნა აშშ-ის სახაზინო მდივანმა.
მანამდე ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტს დაიწყებს „როგორც კი ეს სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი გახდება“.
 „სამხედრო ესკორტის შესაძლო საჭიროება ყოველთვის იყო ჩვენი დაგეგმვის ნაწილი“ – განუცხადა მან Sky News-ს.
 კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს უახლოეს დღეებში დაიწყოს, აშშ-ის სახაზინო მდივანმა უპასუხა:
 „როგორც კი შესაძლებელი გახდება უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფა, ჩვენ ამას გავაკეთებთ“.
 რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social დაწერა პოსტი, რომელშიც „ენერგეტიკული კოშმარი“ უწოდა შექმნილ მდგომარეობას და მიანიშნა, რომ „ჭკვიანური გარიგება“ რუსეთთან ბაზარს დაასტაბილურებდა, რის შემდეგაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც G7 ქვეყნების საგანგებო ვიდეოსამიტს თავმჯდომარეობდა დონალდ ტრამპის საპასუხოდ თქვა: „G7-ის ამ შეხვედრის დასკვნებში დავაფიქსირეთ, რომ არსებული სიტუაცია [ჰორმუზის სრუტის ბლოკირება] არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მოხსნას. კონსენსუსი შენარჩუნებულია: ჩვენ არ უნდა შევცვალოთ პოზიცია რუსეთთან მიმართებით და უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად”.
აშშ-მა რამდენიმე დღის წინ სპეციალურად ინდოეთისთვის 30-დღიანი შეღავათი გასცა, რაც ქვეყანას ზღვაში ჩარჩენილი რუსული ნავთობის შეძენის უფლებას აძლევს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არავის შეუძლია ჩვენი გაძევება – ირანის ნაკრებმა დონალდ ტრამპს უპასუხა
  • კახეთში კაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს. მალევე მან სიიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – შსს-მ 2 პირი დააკავა
  • შტატები საკუთარ მოქალაქეებს საამიროების დატოვებისკენ მოუწოდებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge