Thursday, March 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

438 მომხრე 37 წინააღმდეგი – ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს

March 12, 2026
438 მომხრე 37 წინააღმდეგი – ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს

438 მომხრე 37 წინააღმდეგი – ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს, რომელიც მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტარები საქართველოში “პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და რეპრესიების დასრულებას, ასევე პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვენ”. ამავე დროს, რეზოლუციის პროექტებში საუბარია ბოლო დროს მიღებული კანონების გაუქმების აუცილებლობაზეც.

ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ფორმულირება წარმოდგენილია ევროპის სახალხო პარტიის (EPP) რეზოლუციის პროექტში. დოკუმენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და შეწყვიტოს პოლიტიკური მართლმსაჯულება.

დოკუმენტში ასევე საუბარია სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე იმ პირების მიმართ, ვინც, ავტორების შეფასებით, რეპრესიებზეა პასუხისმგებელი.

“მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას და პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით დაკავებული ყველა სხვა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას; მოგიწოდებთ მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ მოხსნას;

ვგმობთ სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენებას.

მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები „ქართული ოცნების“ რეჟიმისა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ, მათ შორის იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებზე, სისხლის სამართლებრივ დევნასა და ძალადობაზე” -ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს შესახებ წარმოდგენილ პროექტებს შორის განსხვავებული აქცენტები აქვს „მწვანეების“ (Greens) ჯგუფის რეზოლუციას. სწორედ ამ დოკუმენტში ფიგურირებს ჩანაწერი შესაძლო ქიმიური მოწამვლის შესახებ, რომლის სრულყოფილი გამოძიების აუცილებლობაზეც არის საუბარი.

“ვგმობთ მომიტინგეებისა და დაკავებულების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ სანდო ცნობებს, მათ შორის ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ ცნობებს; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სწრაფი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ყველა პასუხისმგებელი პირი;

მოვუწოდებთ ევროკავშირის საბჭოს, საბოლოოდ გადალახოს უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბით მიზანმიმართული სანქციების ბლოკირება; მოვუწოდებთ ყველა წევრ სახელმწიფოს, მანამდე დაუყოვნებლივ დააწესონ ორმხრივი სანქციები.

ვითვალისწინებთ პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის გასული თვის წერილს, სადაც მან მიანიშნა უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის; გამოვთქვამთ უკმაყოფილებას და ვფიქრობთ, რომ ეს ზომა უარყოფითად იმოქმედებს ყველა ქართველზე, მათ შორის მათზე, ვისაც შეიძლება დევნისგან თავის დაღწევა დასჭირდეს; ეს ზომა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული” – წერია განცხადებაში.

საქართველოს საკითხზე საკუთარი პოზიცია წარადგინა „განახლებული ევროპის ჯგუფმაც“ (Renew Europe). მათ მიერ მომზადებულ პროექტში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე და წინასწარი პატიმრობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაზე.

“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის გამოყენება, როგორც პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტი და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა.

კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკომისიას, ევროკავშირის საბჭოს და ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში საორიენტაციო ნიშნულად მიიჩნიონ და პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიზნობრივი ზომები განიხილონ.

შეუძლებლად მივიჩნევთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მანამ, სანამ არ მოხდება მისი ამჟამინდელი რეპრესიული კურსის აშკარა შეცვლა; კვლავ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

მოგიწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, მზია ამაღლობელის და სხვა დაკავებული ოპოზიციური ფიგურების, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ.

ევროკავშირმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ფინანსური მხარდაჭერისგან, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ „აპარატჩიკებისთვის“.

მოვუწოდებთ საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობისა და ოპოზიციის დევნისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ” – ვკითხულობთ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ტყიბულის მუნიციპალიტეტში ძალიან დეტალური აღრიცხვები მიმდინარეობს სპეციალისტების მხრიდან… გარშემოც ნახულობენ არის თუ არა საფრთხეები” – ნინო ჩხობაძე “მეტრონომთან”
  • ბათუმის ბულვარში უნებართვო და უსახური კომერციული დანიშნულების ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა
  • კახეთში პოლიციელის სამსახურებრივი ავტომობილი აალდა – რას ამბობენ თვითმხილველები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge