რუსეთის ქალაქ ტულაში მეტალურგიული ქარხანა იწვის – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული და უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს . მათივე ცნობით, ადგილობრივებმა რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს, თუმცა დეტალები უცნობია.
აფეთქებების შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება და ხანძარია. ქარხანა, რომელიც ტულის მახლობლად, კოსაია გორას დასახლებაში მდებარეობს, რუსეთში ერთ-ერთი უძველესი მეტალურგიული საწარმოა. ობიექტი უშუალოდ არ აწარმოებს იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას, მაგრამ რუსეთს იარაღის წარმოებისთვის საჭირო ლითონებით ამარაგებს. ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკრაინული მედიის ცნობით, 12 მარტს, საღამოს, ტულას თავზე უკრაინული დრონების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა.
