9 მაისს უკრაინაში ყველაფერი “თავდაყირა” დადგება, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ასტროლოგმა მარინა სკადიმ განაცხადა.
მან შეადგინა უკრაინის 2022 წლის მაისის ჰოროსკოპი და გაარკვია, თუ რას მოუტანს ქვეყანას დაბნელებათა დერეფანი.
მისი თქმით, ყველაზე მძიმე დღე 9 მაისი იქნება. სწორედ ამ დღეს, უკრაინელებს გლობალური ცვლილებები ელით, რომელიც გაურკვეველია სარგებელს მოუტანს ქვეყანას, თუ პირიქით, დააზიანებს.
ასტროლოგის თქმით, ამ პერიოდში უკრაინელების მხრიდან ღირებულებების გადაფასება მოხდება და ომის შესახებ კოლექტიური დუმილი მთელი მსოფლიოსთვის სავალალო იქნება.
“ეს ჩაბნელებული დერეფანი ბევრს დააფიქრებს იმაზე, რაც ახლა ხდება. შეიძლება მოხდეს ტრაგედია, რომელიც არაერთ სახიფათო მოვლენას გამოიწვევს, მაგრამ ეს მსოფლიო ელიტის ყურადღებას კაცობრიობის რეალურ პრობლემებზე გაამახვილებს”, – დასძინა ექსპერტმა.
კიდევ ერთი ასტროლოგი იანა პასინკოვა საუბრობს, რომ ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიის დატოვება შესაძლოა მაისის თვეში დაიწყონ და ეს ერთგვარად “შემობრუნების” მომენტი იქნება.
“ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყებთ ყველა ბოროტი სულის მოშორებას უკრაინის ტერიტორიიდან, შემდეგ კი მოლაპარაკებები უფრო ნაყოფიერი გახდება“, – განაცხადა ასტროლოგმა.
მან ასევე დასძინა, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს. მაგრამ ჯერ კიდევ ნაადრევია დასვენება, რადგან შეიძლება სტრესული პერიოდები კიდევ იყოს და მაისის პირველი კვირები ამ კუთხით კრიტიკული იქნება.