ვენერა ობოლაშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი შვილი მასზე ძალადობს.
“როგორ გითხრათ – მეც ვებრძოლები იცი, იმიტომ რომ ვეუბნები ბიჭო არ შეიძლება ისე, როგორც შენ იქცევი, მე ხომ დედაშენი ვარ შვილო, რატომ აზრზე ვერ მოდიხარ, რატომ აკეთებ ამას. ნახევარი მსოფლიო მიცნობს და ნახევარი მსოფლიო პატივს მცემს, ძალიან ბევრი ფანები მყავს მე ვუთხარი, შენ ნუთუ ეს არ გესმის-მეთქი” – ამბობს ვენერა ობოლაშვილი.
ვენერა ობოლაშვილი 2023 წელს, 13-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა. ის სერიული მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული.
