“კვირა გავყოთ ორ ნაწილად 5 რიცხვამდე და 5-ის შემდეგ… პირველი ნაწილი გაცილებით უკეთესია – უფრო წარმატებული, ამიტომ, ვეცადოთ, რომ ამ კვირის პირველი დღეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, აი, მეორე ნახევარი, 5 რიცხვის შემდეგ, ცოტა უფრო სიფრთხილეა საჭირო. იმიტომ, რომ აქ წყალქვეშა დინებები აშკარად თვალშისაცემი და ხელისშემშლელი ფაქტორები იქნება”, – ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემაში “იმედის დილა” კვირის ასტროლოგიური პროგნოზის მიმოხილვისას აღნიშნა.
5-დან – 16 რიცხვის ჩათვლით ეს არის ყველაზე რთული პერიოდი მაისში. ჩვენ ახლა მზის დაბნელება გავიარეთ და 16 მაისს, გვაქვს – მთვარის დაბნელება. უკვე დაბნელებების დერეფანში მოვხვდით. 5 მაისის შემდეგ თქვენ უკვე იგრძნობთ, რომ დედამიწა გადავა ნელ-ნელა უარყოფით ენერგოველში და დაბნელებების ენერგია უფრო მეტად თვალშისაცემი გახდება.
ასევე, დღეს ვენერა, სიყვარულის, ხელოვნების მმართველი პლანეტა, გადაინაცვლებს თევზებიდან – ვერძის ზოდიაქოში. ე.ი. სიყვარული გახდება გაცილებით უფრო ვნებიანი, უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კომუნიკაბელურობა მოიმატებს, მაგრამ ამ დადებით ტენდენციებს თან ერთვის – ვერძის ნეგატიური ელემენტები, აგრესიულობა, კამათისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება, სულსწრაფობა, ეგოიზმი, დიქტატორული ტენდენციები ურთიერთობებში, ამიტომ, ამ ნეგატივს მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს არ გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი უახლოესი თვის განმავლობაში, რადგან ვენერას (სიყვარულის პლანეტას) მაინცდამაინც არ უყვარს ყოფნა ვერძში, როცა ის კუროში გადავა, მერე ნახავთ სიყვარული სულ სხვა ელფერს მიიღებს. ვინმეს არ ეგონოს რომ ეს მხოლოდ ვერძს ეხება, ეს აბსოლუტურად ყველა ნიშანზე გადადის”, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.