Thursday, March 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქეით უინსლეტი „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალ ფილმს უერთდება

March 12, 2026
ქეით უინსლეტი „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალ ფილმს უერთდება

ქეით უინსლეტი ენდი სერკისის შუახმელეთის ეპოსს, „ბეჭდების მბრძანებელი: გოლუმზე ნადირობა“ შეუერთდება. Deadline-ისთვის სანდო წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ის ქალის მთავარ როლს შეასრულებს, თუმცა თავად პერსონაჟის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

სერკისმა და პიტერ ჯექსონმა გასული წლის დიდი ნაწილი უინსლეტის დაყოლიებას დაუთმეს. ფილმში მონაწილეობა მსახიობისთვის ახალ ზელანდიაში გადაბარგებას ნიშნავს, სადაც მისი სცენების გადაღება მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ოსკაროსანი უინსლეტი შეუერთდება სამსახიობო გუნდს, რომელშიც უკვე დადასტურებულია ძველი ვარსკვლავების დაბრუნება: ელაიჯა ვუდი (ფროდო ბეგინსი), იან მაკკელენი (გენდალფი) და თავად ენდი სერკისი (გოლუმი). აღნიშნულ როლებს ეს სამეული 2001 წლის „ბეჭდის საძმოდან“ მოყოლებული ასრულებს, ისევე როგორც ჯ.რ.რ. ტოლკინის ნაწარმოებებზე დაფუძნებულ შემდგომ ფილმებში.

ორიგინალური ტრილოგიის რეჟისორი პიტერ ჯექსონი და სცენარისტები ფრენ უოლში და ფილიპა ბოიენსი სურათის პროდიუსერები არიან და მუშაობის ყველა ეტაპში იღებენ მონაწილეობას.

„ბეჭდების მბრძანებლის“ ეკრანიზაციის პირველი ფილმი ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა. მოგვიანებით მისმა ავტორებმა ტრილოგიის პრიქველი „ჰობიტი“ გადაიღეს. ორივე ტრილოგიის საერთო შემოსავალმა 5,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფილმმა „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“ კი 11 „ოსკარი“ მიიღო. ასეთ შედეგს კიდევ მხოლოდ ორმა ფილმმა მიაღწია – „ტიტანიკმა“ (1997) და „ბენ ჰურმა“ (1959).

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს ოპერატიული დანიშნულების 400 ჰიბრიდულ ავტომობილს Toyota-სგან 22.6 მილიონ ლარად შეიძენს
  • ლევან ზალკალიანის განცხადებით, სოფელ კურსებში მეწყრის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა მიმდინარეობს
  • კარავის დაწვის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge