საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა გააკეთა რუსეთის მიმართ სანქციების შნარჩუნებასთან დაკავშირებით – “ახლა არ არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების დრო”.
“G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბოლო მოვლენები არ ამართლებს რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების მოხსნას. სანქციები უნდა გაგრძელდეს“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
“უპირველესი პრიორიტეტია ენერგომატარებლების ნაკადების უწყვეტად შენარჩუნება, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკისთვის. ნავთობის ფასებზე ლიმიტის დაწესება ხელს შეუწყობს ბაზრების სტაბილიზაციასა და რუსეთის შემოსავლებს შეზღუდავს. ახლა არ არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების დრო” – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ასევე ესწრებოდა G7-ის ვიდეოზარს” – ემანუელ მაკრონი.
