შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული გ.ხ.; 2007 წელს დაბადებული ნ.კ.; 2006 წელს დაბადებული გ.ა. და 2002 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს.
“სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს – 1995 წელს დაბადებულ ქ.ქ.-ს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და გასტაცეს საფულე, ძვირადღირებული ტელეფონი და საათი. რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ბრალდებულების მიერ ქ.ქ.-სთვის მიყენებული მატერიალური ზიანი 10 000 ლარს შეადგენს.
პოლიციამ ოთხივე თავდამსხმელი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდა.
