ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, მეწყერმა 5 სახლი დაანგრია – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Info Imereti ავრცელებს.
მათივე ცნობით, მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეწყრის გააქტიურების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ინფორმაცია დღეს გაავრცელა და სოფლის მოსახლეობას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ “გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს”.
