Wednesday, March 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვითხოვთ, ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას – განცხადება

March 11, 2026
ვითხოვთ, ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას – განცხადება

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს – სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა სტუდენტებმა, მშობლებმა, მასწავლებლებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა გააკეთეს და “ქართულ ოცნების” განათლების რეფორმა გააკრიტიკეს.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მოითხოვენ 1+4 პროგრამის სრულად შენარჩუნებას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ავტონომიისა და დამოუკიდებლობის დაცვას და 2025-2026 სასწავლო წელს ჩარიცხული 500-მდე ეთნიკური უმცირესობის სტუდენტის განათლების უფლების უზრუნველყოფას.

“ჩვენ, ხელმომწერი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები, მშობლები, მასწავლებლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ვაცხადებთ, რომ უმაღლესი განათლების მიმდინარე რეფორმა და 1+4 პროგრამის მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობა საფრთხეს უქმნის ეთნიკური უმცირესობის ათასობით სტუდენტის განათლების უფლებას.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების განათლების უფლების დარღვევა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა პრინციპებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.
ცნობილია, რომ 2025-2026 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსტეტში 500-მდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჩაირიცხა. ეს სტუდენტები ამჟამად მოსამზადებელ ეტაპზე იმყოფებიან და მომდევნო წელს ბაკალავრიატის პირველ კურსზე უნდა ისწავლონ. თითოეული ამ სტუდენტის სურვილია, იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2025-2026 სასწავლო წელს 1+4 პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ჩაირიცხნენ სხვა უნივერსიტეტებშიც, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. შესაბამისად, აღნიშნული რეფორმა შეეხება არა მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს, არამედ ათასობით სტუდენტის მომავალს ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან დაკავშირებით ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვები:
• მომავალ წელს რომელ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ ეს სტუდენტები სწავლას?
• როგორ იქნება უზრუნველყოფილი მათი უფლებები და განათლების შესაძლებლობები?
• რა გავლენას მოახდენს 1+4 პროგრამის შეკვეცა ან გაუქმება ამ ახალგაზრდების მომავალზე?
1+4 პროგრამა მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველსაყოფად. ამ პროგრამის შეკვეცა გაზრდის სოციალურ უთანასწორობას და სერიოზულად დააზიანებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების ინტეგრაციის პროცესს.

ჩვენ მოვითხოვთ:
• 1+4 პროგრამის სრულად შენარჩუნებას;
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ავტონომიისა და დამოუკიდებლობის დაცვას;
• 2025-2026 სასწავლო წელს ჩარიცხული 500-მდე ეთნიკური უმცირესობის სტუდენტის განათლების უფლების უზრუნველყოფას;
• სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
• განათლების რეფორმების განხორციელებას ღია, გამჭვირვალე და საზოგადოებრივი განხილვის საფუძველზე.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განათლების სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს გათვალისწინონ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების ინტერესები და დაუყოვნებლივ შეაჩერონ დაგეგმილი დამაზიანებელი ცვლილებები” – განაცხადეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი გამსახურდია განცხადებას ავრცელებს
  • მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან 5 მლნ 700 ათასი გაურკვეველ საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა – აუდიტის დასკვნა
  • სად და რამდენი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ახლახან საქართველოში?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge